კომაროვის სკოლის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას სრული დაფინანსებით მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) გააგრძელებენ!
- 17 მაისი, 2024
კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ. დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულება აირჩია.
მოგეხსენებათ, MIT მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მასაჩუსეტსის ინსტიტუტი ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია.
MIT-ში სწავლის გადასახადი 300000$-მდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან ყოველწლიურად MIT-ში კომაროვის სკოლის ერთი ან ორი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას. დავითი და თამარი MIT-ში ჩარიცხული მე-12 და მე-13 კომაროველები არიან.
თამარსა და დავითს არაერთი აკადემიური წარმატება აქვთ. არიან სხვადასხვა სასკოლო, ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადებისა და ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულები.
თამარი:
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის (IMO) ბრინჯაოს მედლის მფლობელი;
გოგონათა ევროპის ოლიმპიადის (EGMO) სამგზის ვერცხლის მედლის მფლობელი; ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადის (BMO) ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის (IZHO) ვერცხლის მედლის მფლობელი; მათემატიკაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ერთხელ მესამე ადგილის მფლობელი და ერთგზის გამარჯვებული;
ინფორმატიკის ეროვნული ტურნირის მესამე ადგილის მფლობელი;
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი;
ნორჩ გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალისტი; კომაროვის მათემატიკის ჩემპიონატის სუპერლიგის მეორე ხარისხის დიპლომის მფლობელი;
კომაროვის მათემატიკის ჩემპიონატის მე-9 კლასის ლიგის პირველი ხარისხის დიპლომის და მესამე პრიზის მფლობელი;
კომაროვის სკოლის ოქროს სტიპენდიატი;
პოლონეთის საერთაშორისო მათემატიკური ბანაკის Math Beyond Limits მონაწილე; Hardware Startup Incubator 2.0 პირველადგილოსანი გუნდის წევრი.
15 000 ლარიანი გრანტი "პროტოტიპის დასახვეწად". Competitive College Club Congress-ის წევრი;
დებატ კლუბის Georgian Institute for Debate and Education წევრი;
ლიდერთა აკადემიის Education USA Georgia წევრი.
დავითი:
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმიადის (IMO) ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი;
ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადის (BOM)ორგზის ოქროს მედლის მფლობელი; ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის (IZHO) ოქროს მედლის ორგზის მფლობელი; რუმინეთის მათემატიკის მასტერსის (RMM) ვერცხლის მედლის მფლობელი;
ევროპის მათემატიკური თასის (EMC) მეორე ხარისხის პრიზის მფლობელი; მათემატიკაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის სამგზის პირველადგილოსანი და ერთგზის გამარჯვებული;
ფიზიკაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებული;
კომაროვის მათემატიკის ჩემპიონატის სუპერლიგის პირველი პრიზის ორგზის მფლობელი;
კომაროვის მათემატიკის ჩემპიონატის მე-9 კლასის ლიგის პირველი პრიზის მფლობელი; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის „ოილერის ოლიმპიადის“ გამარჯვებული; კომაროვის სკოლის ოქროს სტიპენდიატი;
მათემატიკის სამეცადინო პროგრამა H.A.T შემქმნელი და იმავე სახელით კომაროვის კლუბის დამფუძნებელი.
მადლობას ვუხდით სკოლის უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის (College counseling office) თანამშრომლებს, შოთა ქათამაძესა და გიორგი მახათაძეს, შესაბამისი პროცესების ოპერატიულად და კვალიფიციურად წარმართვისთვის.
კომაროვის სკოლა ულოცავს თამარსა და დავითს და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!